სამოციქულოს განმარტება

ჯერ აუცილებლად გაეცანით - შესავალს
------------------------------------------

*"სამოციქულო" ეწოდება ახალი აღთქმის წიგნთა კრებულს, რომელიც შეიცავს "საქმე მოციქულთა"-ს, შვიდ კათოლიკე ეპისტოლესა და პავლე მოციქულის 14 ეპისტოლეს. (ანუ სამოციქულოში ახალი აღთქმიდან არ შედის წმ.იოანე მახარებლის "გამოცხადება")


სამოციქულო განუმარტავთ (ნაშრომები,ქადაგებები...) სხვადასხვა მოღვაწეებს და წმინდა მამებს.( წმ.ეფრემ ასური, ნეტარი ავგუსტინე, წმ.იოვანე ოქროპირი, წმ.ბასილი დიდი, წმ.გრიგოლ ნაზიანზელს, წმ.გრიგოლ ნოსელი, წმ.ათანასე ალექსანდრიელი, წმ.მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ.კირილე ალექსანდრიელი, ევსები პამფილელი, მეთოდი პატარელი, სევერიანე გაბალოვნელი, გენადი კონსატანტინეპოლელი, გერმანოზ კონსტანტინეპოლელი, ეკუმენიოსი და სხვა.. ) როგორც ცნობილია, წმ.იოანე ოქროპირმა შეადგინა ვრცელი განმარტება სამოციქულოსი. ხოლო წმ.კირილე ალექსანდრიელმა კი შეადგინა წმ.იოანე ოქროპირის განმარტებათა შედარებით შემოკლებული კრებული, რომელსაც დაურთო სხვა წმ.მამათა ქადაგებებიდან და ნაშრომებიდან გამოკრებილი განმარტებები [ანუ მივიღეთ გარკვეულწილად განსხვავებული,განვრცობილი ნაშრომი]. ამ ნაშრომს კი მომდევნო საუკუნეებში დაემატა ზოგიერთ წმინდა მამათა განმარტებებიც.


* სამოციქულოს განმარტებათა ქართულად თარგმნის შესახებ აგერ არის მცირე ნარკვევი.

"სამოციქულოს ზოგიერთ ძნელად გასაგებ ადგილთა განმარტებები" უთარგმნია წმ.ექვთიმე(ეფთვიმე) მთაწმიდელს(X-XI სს.) [რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა წმ.იოვანე ოქროპირის განმარტებანს], შემდეგ კი მოუხდენია პავლე მოციქულის "ჰრომაელთა ეპისტოლის" სრული, მუხლობრივი განმარტება და I კორინთელთა ეპისტოლის განმარტების ნაწილი. სამოციქულოს განმარტება სრულად წმინდა ეფრემ მცირეს თარგმნა (XIს.) [რომელიც ეფუძნება წმ.კირილე ალექსანდრიელის ზემოთნახსენებ ნაშრომს; თუმცა როგორც ჩანს, მომდევნო საუკუნეების (XI-საუკუნემდე) წმინდა მამათა ნაშრომებიდანაც არის შესული]. ...XI საუკუნის შემდეგ ცხადია მართლმადიდებლურ სამყაროში კიდევ შეიქმნა წმ.მამათა სხვა ნაშრომები, და რათქმაუნდა, მათი ქართულ ენაზე თარგმნა ვეღარ მოხდებოდა წმ.გიორგის,წმ.ექვთიმესა თუ წმ.ეფრემის მიერ.





------------------------------------------------
- სამოციქულოს განმარტება - ტომი1 [თარგმნილი წმ. ეფრემ მცირის მიერ; დასაწყისი 30 გვერდის ინტერნეტ-წყარო - სამოციქულოს განმარტება - ტომი2 [თარგმნილი წმ. ეფრემ მცირის მიერ; დასაწყისი 30 გვერდის ინტერნეტ-წყარო (ამჟამად სამივე ტომია გამოცემული გამომც."ალილოს" მიერ)].


------------------------------------------------
- სამოციქულოს განმარტება (???გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ???) [თარგმნილი წმ.ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ; თამაზ კოჭლამაზაშვილი, გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა]
- პავლეს ეპისტოლეთა განმარტება (???გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ???) [თარგმნილი წმ.ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ; გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა]
------------------------------------------------


------------------------------------------------
- „საქმენი მოციქულთაჲ“ განმარტება (წმ. იოანე ოქროპირი) [თარგმანი წმ.გიორგი მთაწმიდელისა] [XII-XIII ს. ხელნაწერი: Jer.19]
------------------------------------------------

------------------------------------------------
- "საქმე მოციქულთა" განმარტებანი(გამოკრებილი, 2 ტომად) [მოამზადეს გიორგი სარიამ და ბერმა ანდრიამ; წიგნის შესახებ I ტომი, II ტომი]
------------------------------------------------


------------------------------------------------
- რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება (წმ. იოანე ოქროპირი) [თარგმანი ედიშერ ჭელიძის მიერ;] ინტერნეტ-წყარო;
------------------------------------------------

------------------------------------------------
- “განმარტება წმინდა პავლე მოციქულის სამწყსო ეპისტოლეთა” (არქიმანდრიტი პიროსი ოქროპირიძე)[შესულია ამ წიგნში - "ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი"; გამომცემლობა "მთაწმინდა"].
------------------------------------------------
- "საქმე მოციქულთა" განმარტება [მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)] (თარგმნა ირაკლი ლომოურმა; {საქ.საპ-თან არსებული წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრი; "სახელმძღვანელო საღვთო სჯულში"}]
------------------------------------------------
- "წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებანი" [მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)](წიგნის შესახებ + შესავალი:).
------------------------------------------------
- საკვირაო სამოციქულო საკითხავების განმარტება [დეკანოზი თეოდორე გიგნაძე;] ( ინტერნეტ-წყარო)
------------------------------------------------
- "საქმე მოციქულთა"-ს განმარტება (შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი სარიამ (წიგნის შესახებ).
------------------------------------------------
(- მართალია სამოციქულოში არ შედის, თუმცა შეიძლება ვინმე ეძებდეს: "წმინდა მოციქულთა კანონები განმარტებებითურთ" [ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში {თან იყენებს ბალსამონის,არისტინეს,ზონარას და მათე ბლასტარის განმარტებებს}; რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.გამომცემლობა ალილო;])


------------------------------------------------
- წმინდა წერილის შესახებ წიგნების/ნაშრომების სხვა სიები


და სხვა მრავალი...


No comments:

Post a Comment

დატოვეთ შეტყობინება